სოფელ მუჟავაში ჯარისკაცი დაიღუპა

სოფელ მუჟავაში ჯარისკაცი დაიღუპასამეგრელოში, წალენჯიხის რაიონის სოფელ მუჟავაში შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ჯარისკაცი დაიღუპა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცს იარაღი გაუვარდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის საართლის კოდექსის 116-ე მუხლით აღიძრა, რაც სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით გულისხმობს.

ნიუპოსტი