სპეცოპერაცია ვარკეთილში – კალაუბნის ქუჩაზე 2 პირი სადილობის დროს დააკავეს

სპეცოპერაცია ვარკეთილში - კალაუბნის ქუჩაზე 2 პირი სადილობის დროს დააკავესბიზნესმენისთვის ფულის გამოძალვის ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს.

თბილისში სპეცოპერაცია სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ფაქტს შს სამინისტროში ადასტურებენ.
უწყების ცნობით, ორივე პირი სასამართლოს განჩინების საფუძველზეა დაკავებული.
სამართალდამცველებმა ვარკეთილში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს საქართველოს ერთი და აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს. მათი აყვანა კალაუბნის ქუჩაზე, ერთ-ერთ კომერციულ დაწესებულებაში მოხდა. ეჭვმიტანილები ერთ-ერთ კვების ობიექტში ისხდნენ და სადილობდნენ, როდესაც მათი დაკავება მოხდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
დაკავების ოპერაციას ესწრებოდა ბრალდებული პირების ადვოკატი, თუმცა მან ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.
სპეცოპერაცია ვარკეთილში - კალაუბნის ქუჩაზე 2 პირი სადილობის დროს დააკავესროგორც შსს-ში აცხადებენ, დაკავებულ პირებს ბრალად ედებათ თანხის გამოძალვა. სხვა დამატებით დეტალებზე ჯერჯერობით უწყებაში არ საუბრობენ. არსებული ინფორმაციით კი, ბრალდებულები ერთ-ერთ ბიზნესმენს მუქარის გზით თანხას სძალავდნენ.
სპეცოპერაციის ადგილი სამართალდამცველებმა უკვე დატოვეს. იმ დაწესებულების თანამშრომლები კი, სადაც სპეცოპერაცია ჩატარდა, აცხადებენ, რომ დაკავებული პირები უბრალოდ მომხმარებლები იყვნენ და მათ შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
მიმდინარე სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.