თბილისში 20 წლამდე ახალგაზრდა სადარბაზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს – გარდაცვლილმა წერილი დატოვა, სადაც მშობლებს ბოდიშს უხდის – ინტერნეტ-თამაშის ახალი მსხვერპლი?

თბილისში 20 წლამდე ახალგაზრდა სადარბაზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს - გარდაცვლილმა წერილი დატოვა, სადაც მშობლებს ბოდიშს უხდის - ინტერნეტ-თამაშის ახალი მსხვერპლი?თბილისში საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოში 20 წლამდე ახალგაზრდა კაცი თოკზე ჩამოკიდებული იპოვეს.

ბიჭის ცხედარი მეზობლებმა აღმოაჩინეს.

სავარაუდოდ მან სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ახალგაზრდა სასიკვდილო ინტერნეტ-თამაშის მსხვერპლი გახდა.

კორპუსის მაცხოვრებლები ყვებიან, რომ ახალგაზრდამ თვითმკვლელობამდე მოკლეტექსტური შეტყობინება ნომერზე „666“ გააგზავნა. თვითმხილველის განცხადებით, მან მოისმინა სამართალდამცავების საუბარი და ფრაზა „ხომ გითხარი შემდეგი ბიჭი იქნება“. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “კურიერი” ავრცელებს.

ასევე ცნობილია, რომ გარდაცვლილმა წერილი დატოვა, სადაც მშობლებს ბოდიშს უხდის.

გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზეა გაგზავნილი. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას ნიშნავს.