“კურიერის” ინფორმაციით, თბილისში, 25 წლის მამაკაცი 7 წლის გოგონაზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. არასრულწლოვანის ოჯახის ინფორმაციით ბავშვი კერძო მასწავლებელთან დადიოდა და მასზე სექსუალურად რეპეტიტორის ქმარმა იძალადა. პირველკლასელი გოგონას ოჯახი ამბობს, რომ პედაგოგის მეუღლე 7 წლის გოგონას მიმართ გარყვნილ ქმედებას ადრეც ჩადიოდა.
გოგონას ბებია ამბობს, რომ ბავშვმა მომხდარი დედას უამბო. მოზარდს ფსიქოლოგიური დახმარება დასჭირდა.
დაკავებულის მეუღლე ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს, თუმცა ადასტურებს, რომ მისი მეუღლე გაკვეთილის დასრულების შემდეგ 4 წლის შვილთან და 7 წლის მოსწავლესთან ერთად თამაშობდა.
პოლიციამ უკვე ბრალდებულის 4 წლის შვილი. თუმცა დაკავებულის ოჯახის ინფორმაციით, მისი შვილი სექსუალური ძალადობის ფაქტს არ ადასტურებს.
ნიუპოსტი

