თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე გაზგასამართი სადგურის ტერიტორიაზე მომხდარი აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ცნობით, დაშავებულები სტაციონარში არიან გადაყვანილები. უწყების ინფორმაციით, ადგილზე ხუთი ჯგუფი მუშაობდა. ამ დროისთვის, ხანძარი ლიკვიდირებულია.
შენობის სახურავი და დანადგარი დაზიანდა. ცეცხლი დიდ ფართობზე არ გავრცელებულა.
მედიამაილ.გე

