ციანიდის საქმის მოსამართლე ბუგიანიშვილი – დახურული სხდომის მასალები ჟურნალისტებისთვის მე არ გადამიცია

ციანიდის საქმის მოსამართლე ბუგიანიშვილი - დახურული სხდომის მასალები ჟურნალისტებისთვის მე არ გადამიციათბილისის პროკურატურაში ციანიდის საქმის მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი საქმის მასალების მედიაში გავრცელების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა.
როგორც გამოკითხვის შემდეგ ბესიკ ბუგიანიშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ დახურული სხდომის ოქმი მესიის წარმომადგენლებისთვის მას არ გადაუცია.
– დამიბარეს პროკურატურის წარმომადგენლებმა. პატივს ვცემ სახელმწიფო ინსტიტუტებს, შესაბამისად, გამოვცხადდი სათანადო დროს, სათანადო ადგილზე და გავეცი ყველა დასმულ შეკითხვას პასუხი.

კითხვები იყო იმასთან დაკავშირებით, გადავეცი თუ არა ვინმეს დახურული სასამართლო სხდომის ოქმები. ჩემი პასუხი იყო, რომ არ გადამიცია არავისთვის. დახურული სასამართლო სხდომის ოქმთან წვდომა ჰქონდა მოსამართლეს, სხდომის მდივანს, დაცვის მხარეს, ბრალდების მხარეს, სხვას წვდომა არ ჰქონია. შესაბამისად, გარეშე პირისთვის თუ ჟურნალისტისთვის გადაცემას მოახდენდა ან მოსამართლე ან სხდომის მდივანი ან დაცვის ან ბრალდების მხარე, დასამალი არაფერი მქონდა პროკურატურისთვის, მივეცი ის ინფორმაცია, რაც მქონდა. განვუმარტე, რომ მე არავისთვის გადამიცია სხდომის ოქმები, იგივე გააკეთა ჩემმა სხდომის მდივანმაც, – განაცხადა ბესიკ ბუგიანიშვილმა.

ნიუპოსტი