ვალის გამო საგარეჯოში 30 წლის მაჯით მამედოვი მოკლეს

ვალის გამო საგარეჯოში 30 წლის მაჯით მამედოვი მოკლესსაგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში 30 წლამდე ასაკის კაცი მოკლეს. მაჯით მამედოვს სასიკვდილო ჭრილობები დანით თანასოფლელმა მიაყენა. ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობა ვალს უკავშირდება.

მათი თქმით, მხარეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც მამედოვმა მოვალისგან თანხა მოითხოვა.

მოკლულის ცხედარი ამ წუთებში ექსპერტიზაზე გადაყავთ.
შსს-ს ინფორმაციით, საქმე 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

უწყების ცნობით, ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მის დასაკავებლად სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

პირველი