“ვინ და რატომ გაათავისუფლა ბექა ხახუბია, რომელიც ავარიის დღეს დაკავებული იყო?” – რა კითხვას სვამს ბრალდებული პოლიციელის ადვოკატი

"ვინ და რატომ გაათავისუფლა ბექა ხახუბია, რომელიც ავარიის დღეს დაკავებული იყო?" - რა კითხვას სვამს ბრალდებული პოლიციელის ადვოკატიდეპუტატ ირაკლი ხახუბიას შვილის, ბექა ხახუბიას, დაღუპვის საქმეში ბრალდებულების ადვოკატი ნოდარ ცინცაძე ამბობს, რომ “ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ და რატომ გაათავისუფლა ბექა ხახუბია, რომელიც ავარიამდე რამდენიმე საათით ადრე დაკავებული იყო”.
ადვოკატის განცხადებით, ავარიის დღეს ბექა ხახუბია მთაწმინდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მათ მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე დააკავეს, თუმცა პატიმრობიდან იმავე დღეს გაათავისუფლეს.
– ბექა ხახუბია იმ დღეს დააკავეს მთაწმინდის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, მათ მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის ფაქტზე, თუმცა, როგორ მოხდა მისი გათავისუფლება, რაც არ უნდა მომხდარიყო, აქ უკვე ბევრი კითხვის ნიშანი ჩნდება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს ამ საქმის სასამართლოს განხილვებით აუცილებლად დადგინდება, – განაცხადა ნოდარ ცინცაძემ.
გორის რაიონულ სასამართლოში ბექა ხახუბიას გარდაცვალებაში ბრალდებული პატრულის თანამშრომლების საქმის განხილვა ამ წუთებშიც გრძელდება.

ნიუპოსტი