ზუგდიდში ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია დაჭრეს

ზუგდიდში ბიზნესმენი ლევან ქუჩულორია დაჭრესცოტა ხნის წინ ზუგდიდში ბიზნესმენ ლევან ქუჩულორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს.

43 წლის მამაკაცს, რომელიც თხილის ბიზნესითაა დაკავებული, 3 ტყვია აქვს მოხვედრილი, ის ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი.

ქუჩულორიას სასწრაფო ოპერაცია ამ წუთებში უტარდება. მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

ნიუპოსტი