ბინა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პანკისის ხეობის მკვიდრს ეკუთვნის

ბინა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პანკისის ხეობის მკვიდრს ეკუთვნისბინა, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრებ ასლანბეგ ჯაბრაილოვს ეკუთვნის, – ამ ინფორმაციას ჯაბრაილოვის ოჯახის წევრებიც ადასტურებენ.

არსებული ინფორმაცით, ჯაბრაილოვმა ბინა ერთი თვის წინ ცოლისძმის, 38 წლის რ. გ-შვილის დახმარებით გააქირავა. ჯაბრაილოვის ცოლისძმაც პანკისის ხეობის მკვიდრია, თუმცა მასთან დაკავშირებას ოჯახის წევრები ვეღარ ახერხებენ.

გავრცელებული ინფორმაციით იგი დუისის პოლიციის შენობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს დაკითხვაზე ჰყავთ.