ქვეითად მოსიარულე მამაკაცი, რომელსაც გუშინ ავტომობილი დაჯახა საავადმყოფოში გარდაიცვალა. ექიმების ინფორმაციით, მამაკაცს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აღმოაჩნდა და მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
რუსთავში, წუხელ შარტავას მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
თვითმხილლველთა განცხადებით, ერთმანეთს ოთხი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. რომელთაგან ერთ-ერთი მოცურდა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. მანქანებში მყოფი მგზავრებიდან არავინ დაშავებულა. დაშავებული აქვეითად მოსიარულე კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანეს, რომელიც მოგვაინებით გარდაიცვალა.

