ზუგდიდი-თბილისის მთავარ მაგისტრალზე, ჭითაწყარის მონაკვეთთან მოპედის მძღოლი გაჩერებულ ტრაილერს დაეჯახა და გარდაიცვალა.
ინციდენტი რამდენიმე წუთის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებული არიან საპატრულო პოლიციისა თანამშრომლები და ექსპერტ კრიმინალისტები.
ცოტა ხნის წინ იგივე მაგისტრალზე მომხდარ ავარიას ზუგდიდის საკრებულოს ახლადარჩეული წევრი, თამაზ ჟორჟოლიანი ემსხვერპლა.
შსს-ს ინფორმაციით მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლითაა დაწყებული.
თბილისი დღეს

