“ამ კორპუსში ჩეჩნებს ჰქონდათ ბინა ნაქირავები” – სპეცოპერაციის ექსკლუზიური დეტალები

"ამ კორპუსში ჩეჩნებს ჰქონდათ ბინა ნაქირავები" - სპეცოპერაციის ექსკლუზიური დეტალებიგაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დეტალებზე ადგილობრივები ჟურნალისტებთან საუბრობენ. მათი თქმით სპეცოპერაცია უკვე რამდენიმე საათია მიმდინარეობს. ასევე ისინი ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პირები, რომელთა ბინაშიც სპეცოპერაცია მიმდინარეობს წარმოშობით ჩეჩნეთიდან არიან.

– ცნობით არ ვიცნობ, მაგრამ ვიცი რომ ჩეჩნები არიან, შეხება არ მაქვს… სროლები ღამის 5 სათიდან დაიწყო და დილამდე გაგრძელდა. დამწვარია 2 ბინა, – აცხადებს ადგილობრივი მაცხოვრებელი.

მეორე პირის თქმით, მას აქვს ინფორმაცია, რომ დაკავებულია ერთი პირი:

– დაკავებულია ერთი ადამიანი და ორის ძებნა კიდევ მიმდინარეობს, სპეცრაზმელები მე-9 კორპუსში არიან. მე ის ინფორმაცია მაქვს რომ აქ ცხოვრობს პანკისიდან ჩამოსული 3 პიროვნება. აფეთქების ხმა ნამდვილად იყო და სროლის ხმაც რამდენჯერმე გაისმა,- განაცხადა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა.

ნიუპოსტი