ხარაგაულში 28 წლის ამირან კვირიკაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ოჯახის წევრები სუიციდის მიზეზად პოლიციის მხრიდან ზეწოლას ასაახელებენ.
ოჯახის ახლობლები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ძმები კვირიკაშვილები ჯართს აგროვებდნენ და განყოფილებაში რამდენჯერმე სწორედ ამ საკითხზე დაიბარეს და სავარაუდოდ კონკრეტული პირების დასმენას სთხოვდნენ.
გარდაცვლილის ახლობლები იხსენებენ, რომ პოლიციიდან დაბრუნების შემდეგ ამირან კვირიკაშვილი ამბობდა, რომ ან სამართალდამცავებს მოკლავდა ან თავს მოიკლავდა.
კვირიკაშვილების ოჯახი სოციალურად დაუცველია.
“ნიუპოსტი” შინაგან სამეთა სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ გამოძიება 115 მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
რაც შეეხება პოლიციელთა მხრიდან შესაძლო ზეწოლის ფაქტს, შს სამინისტრო ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებს.

