ანაკლიაში უმსხვილესი ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები ჩავიდნენ

ანაკლიაში უმსხვილესი ამერიკული კომპანიის წარმომადგენლები ჩავიდნენანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის ტერმინალ-ოპერატორის, უმსხვილესი ამერიკული კომპანიის SSA Marine-ს ვიცეპრეზიდენტი კარლ როჯერ საჰლინი და მთავარი ინჟინერი რიკარდო ჩენგი ,,ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” სამუშაო ვიზიტით ეწვივნენ. კომპანიის წარმომადგენებმა ანაკლიის პორტის სამშენებლო სამუშაოების გეგმები განიხილეს.

– ჩამოვედით საქართველოში, რათა, პარტნიორებთან ერთად, ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობას შევუდგეთ. დღეიდან, პორტის გაშვებამდე, დეტალურად ვიქნებით ჩართულები ყველა სამუშაო პროცესში .ანაკლია იქნება ყველაზე თანამედროვე ღრმაწყლვანი პორტი შავი ზღვის აუზში დ სამშენებლი სამუშაოები მალე დაიწყება, – განაცხადა SSA Marine-ს ვიცეპრეზიდენტმა საჰლინმა.

SSA Marine ანაკლიის პორტის ტერმინალ-ოპერატორად ,,ანაკლიის განვითრების კონსორციუმმა” 2017 წლის ივლისში დასახელდა. ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ოპერატორია, რომელიც ხუთ კონტინენტზე 250 ზე მეტ სტრატეგიულ ტერმინაზე ოპონირებს და წლიურად 27,2 მილიონ კონტეინერს ემსახურება.

ანაკლიის პორტის მშენებლობა ამ წლის 20 დეკემბერს იწყება. ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ აგვისტოში თქვა, რომ ანაკლიამდე ახალი გზისა და სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობა 2018 წლის მეორე ნახევარში უნდა დაიწყოს.

იმედინიუსი