არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯა

არასრულწლოვანი ბიჭის გაუპატიურებისთვის ბრალდებულს 18 წელი მიესაჯათბილისის საქალაქო სასამართლოს ცნობით, 14 წელს მიუღწეველი პირის გაუპატიურებისათვის ბრალდებულს 18-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.

საქმის მასალების თანახმად, ბრალდებულმა, რომელმაც იცოდა, რომ არასრულწლოვნის დედა საქართველოში არ იმყოფებოდა, გადაწყვიტა მის შვილთან დაემყარებინა სქესობრივი კავშირი.

2017 წლის იანვარში ბრალდებულმა ისარგებლა ხელსაყრელი მომენტით და არასრულწლოვნის ნების საწინააღმდეგოდ, სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელების გაკავებით დაძლია მისი წინააღმდეგობა და დაამყარა მასთან სქესობრივი კავშირი. შემდეგ კი გააფრთხილა ბიჭი, არავისთვის ეთქვა მომხდარის შესახებ, წინააღმდეგ შემთხვევაში კი დაემუქრა, რომ მის დასაც გააუპატიურებდა.

სასამართლოს ცნობით, ძალადობის მუქარითა და ძალის გამოყენებით, ბრალდებულმა სამჯერ გააუპატიურა მოზარდი.

ბრალად წარდგენილი ქმედების ხასიათისა და დაზარალებულის ასაკის გათვალისწინებით, სასამართლო დახურულ რეჟიმში წარიმართა.

არსებითი განხილვის დროს ბრალდებულმა თავი არ სცნო დამნაშავედ და არ დაეთანხმა წარდგენილ ბრალდებას.

იმედინიუსი