ასლან ჯაბრაელოვი, რომელმაც სავარაუდო ტერორისტებს სახლი მიაქირავა, ახმეტის პოლიციაში გადაიყვანეს

ასლან ჯაბრაელოვი, რომელმაც სავარაუდო ტერორისტებს სახლი მიაქირავა, ახმეტის პოლიციაში გადაიყვანეს26 წლის ასლან ჯაბრაელოვი, რომელმაც თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე საკუთარი საცხოვრებელი სახლი ტერორიზმში ეჭვმიტანილებს მიაქირავა, დილიდან დუისის პოლიციის განყოფილებაში დაკითხვაზე იყო.

imedinews-ს დუისის მცხოვრებლებმა უთხრეს, რომ ჯაბრაელოვი დუისიდან ახმეტის პოლიციაში გადაიყვანეს.

სახლის მეპატრონეები ტერორიზმში ეჭვმიტანილებზე ბინის მიქირავებას უარყოფენ.

სუსის ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ერთი პირი, დანარჩენების დასაკავებლად კი ოპერაცია მიმდინარეობს.

სუსი არ ადასტურებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პირებს, რომელთა სპეცოპერაციაც ისანში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მიმდინარეობს, მძევლები ჰყავთ აყვანილი.

სპეცოპერაცია 18 საათზე მეტია მიმდინარეობს.