ავარია ოზურგეთში – დაიღუპა 40 წლის ქალი

გურიაში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლამდე ქალი გარდაიცვალა.
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ქვეითს მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
ფაქტზე გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ინტერპრესნიუსი