ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში – დაშავებულია მცირეწლოვანი

ავტოსაგზაო შემთხვევა ბათუმში - დაშავებულია მცირეწლოვანიბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, დედას შვილი ქუჩაზე გადაჰყავდა, რა დროსაც ბავშვზე ხელი გაეშვა და მცირეწლოვანი მოულოდნელად მოძრავ მანქანას შეუვარდა.
მძღოლს შემთხვევის ადგილი არ დაუტოვებია. ბავშვი მშობლებმა კლინიკა „ინტერმედიკაში” გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, მცირეწლოვანი კონტაქტურია და მნიშვნელოვანი დაზიანებები არ აღენიშნება.