ბათუმში 24 წლის ქალის ცხედარი იპოვეს

ბათუმში 24 წლის ქალის ცხედარი იპოვესბათუმში, ბარცხანის დასახლებაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი 24 წლისაა და მისი ცხედარი დილით აღმოაჩინეს. მაშველები და სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე მეზობლებმა გამოიძახეს. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღიძრა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.