„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა

„ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდამთავარ პროკურატურასთან „ბავშვთა სამყაროში“ გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულებს კარავის გაშლის საშუალება პოლიციამ არ მისცა.

რამდენიმე წუთის წინ პროკურატურასთან მობილიზებულმა საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა აქციის მონაწილეებს კარვის გაშლის საშუალება არ მისცეს. დაპირისპირების შედეგად აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნარგიზა კაცაძე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე გაუწია.

აქციის მონაწილეებმა მთავარი პროკურატურის შესასვლელისკენ გადაინაცვლეს. მათი მოთხოვნაა, გადადგეს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე და მოხდეს დაზარალებულ პირთა ქონების სრული კომპენსაცია. დაზარალებულები მესამე კვირაა პროკურატურასთან პერიოდულად აქციას მართავენ.
როგორც ჟურნალისტებს დაზარალებულთა ადვოკატმა ფრიდონ სიხუაშვილმა განუცხადა, პროკურატურა სააქციო საზოგადოების დირექტორის გიორგი მაჭავარიანის და პასუხისმგებელი მორიგის წინააღმდეგ საქმეს ამ დღეებში სასამართლოში გადააგზავნის. მისივე თქმით, აღნიშნული პირების მიმართ გამოძიება დასრულდა.