ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დეპარტამენტი ატარებს. პირებმა, რომელთა დაკავების ოპერაციაც მიმდინარეობს, სპეციალური დანაყოფის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს.
ამ დროისთვის ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში იმყოფებიან. სპეცოპერაციის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უსაფრთხოება დაცულია.
ამ დრომე გაბრიელ სალოსის გამზირის 160 ნომერშ მიმდინარე სპეცოპერაცია ჯერაც არ დასრულებულა, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, ტერაქტის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქის დაკავების სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ადგილობრივები ვერ იხსენებენ ვინმე უცხოელს, ვინც შესაძლებელია იმ ტერიტორიაზე ცხოვრობდეს.
იმედინიუსი

