,,პირველი რადიოს“ ინფორმაციით, 22 ნოემბრის თბილისის სპეცოპერაციის დროს დაკავებული პიროვნება, საქართველოს მოქალაქე არ არის.
,,პირველი რადიო“ პანკისში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს დაუკავშირდა, რომელიც რიზვან გორნაკაშვილის ნათესავია.
გორნაკაშვილი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე ბინის მეპატრონის ასლანბეგ ჯაბრაილოვის მეუღლის მარო გორნაკაშვილის ძმაა.
გორნაკაშვილს ჰქონდა ჯაბრაილოვის სახლის გასაღები და მანვე გააქირავა ბინა.
,,პირველი რადიოს“ რესპონდენტის ინფორმაციით,რომლმაც ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა, ინფორმაცია იმის შესახებ,რომ გორნაკაშვილი დაკავებული იყო სიმართლეს არ შეესაბამება. მის თქმით, გორნაკაშვილი დაკავებული რომ ყოფილიყო ან რამე მოსვლოდა მას აუცილებლად ეცოდინებოდა.
,,პირველი რადიოს“ წყაროს განცხადებით, შესაძლოა გორნაკაშვილი დაკითხვაზე იმყოფებოდა, თუმცა დაზუსტებით იცის რომ ის დაკავებული ამ დროისთვის არ არის.
მისივე თქმით, გორნაკაშვილი ხეობაში პატივსაცემი ადამიანია და ის უბრალოდ მისი სიძის სახლს აქირავებდა.
რესპოდენტის ინფორმაციით, ის რომ ჯაბრაილოვის სახლი გორნაკაშვილმა ტერორისტებს მიაქირავა შემთხვევითობაა და მისი ინფორმაციით, გორნაკაშვილი ბინის დამქირავებლებს საერთოდ არ იცნობდა.
რესპონდენტი ამბობს, რომ სამწუხაროდ, ,,ძველი დროიდან მოყოლებული ყველაფერი რაც ტერორიზმს უკავშირდება ავტომატურად პანკისთან და პანკისის ხეობასთან არის გაიგივებული“.
რესპონდენტის ინფორმაციით, დუისში დაკითხვის შემდეგ ჯაბრაილოვი თბილისშიც დაკითხეს. დაკითხვა ამ დროისთვის დასრულებულია და ჯაბრაილოვი ხეობაში დაბრუნდა.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ჯაბრაილოვი სოფელ დუისში ცხოვრობს და ახმეტაში სოკარის ბენზინგასამართ სადგურზე მუშაობს. ჯაბრაილოვი ბინის მეპატრონის თინა გარუგაშვილის შვილია, გარუგაშვილი ბოლო ექვსი წელია ავსტრიაში ცხოვრობს, მან გამგზავრების წინ ბინა ნათესავს მერი ხანგოშვილს გადაუფორმა.
გარუგაშვილთან ერთად ავსტრიაში წასვლას ჯაბრაილოვი მეუღლესთან ერთად ცდილობდა თუმცა ისინი საზღვარზე არ გაუშვეს.

