ჩუღურეთში “ღვინის გალერეა” გაძარცვეს

ჩუღურეთში "ღვინის გალერეა" გაძარცვესჩუღურეთის რაიონში მიხეილ წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მაღაზია “ღვინის გალერეა” გაძარცვეს. მძარცველებმა ჩატეხეს შუშა, დაამტვრიეს კარები და ამ გზით მოახერხეს მაღაზიაში შეღწევა. წაღებულია ნაღდი ფული და დაზიანებულია ინვენტარი.

“ღვინის გალერეის” მიმდებარე ტერიტორიაზე დამონტაჟებულია სათვალთვალო კამერები, ჩანაწერებში ჩანს დამნაშავეების სახეები.

აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება, მიმდინარეობს პირთა იდენტიფიკაცია. როგორც მაღაზიის თანამშრომლები აცხადებენ ბოლო ერთი თვის მანძილზე მსგავსი შემთხვევა უკვე მეორედ დაფიქსირდა.

ნიუპოსტი