დათა ახალაიამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე შესაძლოა სასამართლოს ჩვენება მისცეს

დათა ახალაიამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე შესაძლოა სასამართლოს ჩვენება მისცესსანდრო გირგვლიანის საქმეზე კუდ-ის ყოფილმა უფროსმა დათა ახალაიამ შესაძლოა სასამართლოს ჩვენება მისცეს. ახალაიას დაკითხვას სასამართლოზე ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი დავით კაკოიშვილი გეგმავს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ ხდება ცნობილი, სასამართლოში დისტანციური წესით დაკითხვაზე დაცვის მხარეს დათა ახალაიასგან თანხმობა უკვე მიღებული აქვს. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი “სკაიპით” დაიკითხება, ვინაიდან ის საქართველოში არ იმყოფება.

გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის დაფარვის მიზნით მიხეილ სააკაშვილი კუდ-ის უფროსს დაპირდა, რომ გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულებს შეიწყალებდა, რაც მან 2008 წელს გააკეთა და საპატიმრო სასჯელები გაუნახევრა მსჯავრდებულებს – გერონტი ალანიას, ალექსანდრე ღაჭავას, მიხეილ ბიბილურიძესა და ავთანდილ აფციაურს.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის ბრალდების განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში 22 ნოემბერს განახლდება.