დაუდასტურებელი ინფორმაციით, სამი სავარაუდო ტერორისტიდან სამივე ლიკვიდირებულია

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მიმდინარე სპეცოპერაციისას საცხოვრებელ სახლში გამაგრებული სამი სავარაუდო ტერორისტიდან სამივე ლიკვიდირებულია.

ამ დროისთვის დამატებითი ცნობები არ ვრცელდება. ცოტა ხნის წინ საუბარი იყო 1 ლიკვიდირებულ პირზე, რომელიც, სავარაუდოდ, ბინაში იყო გამაგრებული.