ექიმი: „დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნურად ჩანაცვლება“

ექიმი: „დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნურად ჩანაცვლება“დაჭრილი სპეცრაზმელის მდგომარეობა კრიტიკულია, – ამის შესახებ ინგოროყვას კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ექიმ- რეანიმატოლოგმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.

– პაციენტი მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ შემთხვევის ადგილიდან. შემოსვლისას მდგომარეობა იყო კრიტიკული, ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა, ქალას სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობითა და დაზიანებით, სისხლდენით. პაციენტი შეყვანილი იქნა საოპერაციოში. ამჟამად მდგომარეობა კრიტიკული რჩება. მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება, – განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

ექიმის ინფორმაციით, პაციენტს ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია. მდგომარეობა რჩება მძიმე, კრიტიკული.