გერმანიის პოლიციამ ქურდობაში ეჭვმიტანილი ქართველი დააკავა, რომელიც თავს ტურისტად ასაღებდა, – ინფორმაციას გერმანულ მედიაზე დაყრდნობით 1tv.ge ავრცელებს.
სამართალდამცავებმა Audi-ის მარკის საეჭვო ავტომობილი ქალაქ ბამბერგში გააჩერეს. მძღოლმა პოლიციას მართვის მოწმობა ვერ წარუდგინა.
მანქანის ჩხრეკისას ამოღებულია 1.200 ევროს ღირებულების მოპარული პარფიუმერია. ასევე 350 ევროდ შეფასებული ქურთუკი.
ექსპერტიზამ დაადგინა, რომ 31 წლის კაცი ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა. ამჟამად ის ციხეშია გადაყვანილი.
პირველი

