გიორგი მუსხელიშვილს, ია მაკასარიას და ლევან დარახველიძეს ლევან ხაბეიშვილი კორუფციაში ამხელს

გიორგი მუსხელიშვილს, ია მაკასარიას და ლევან დარახველიძეს ლევან ხაბეიშვილი კორუფციაში ამხელსანტიკორუფციული სამსახური საკრებულოს 3 მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების საქმიანობით დაინტერესდა. “ქართული ოცნების” ყველაზე აქტიური სახე, ია მაკასარაშვილი “ნიუპოსტის“ ზარებს ამ დრომდე არ პასუხობს, ხოლო გიორგი მუსხელიშვილი და ლევან დარახველიძე, რომლებიც საკრებულოს მოქმედი წევრები არიან, კომენტარისგან თავს იკავებენ.

ცნობისთვის, სამივე მათგანს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი კორუფციაში ამხელს. მთავარი ოპოზიციური ძალის წევრი სწორედ ამ საქმის ირგვლივ ე.წ მოდულის შენობაში სამი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

როგორც „ნიუპოსტს“ გამოკითხვიდან გამოსულმა ხაბეიშვილმა უთხრა, გამომძიებლებთან კონკრეტული კანონდარღვევების შესახებ ისაუბრა.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი დეპუტატების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების დასაქმების შესახებ საუბრობს.

მისი თქმით, მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში არსებული კორუფციის შესახებ ფაქტები იმდენად მყარია, რომ შეუძლებელი იყო, გამოძიება არ დაწყებულიყო. ენმ-ს წევრი სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს.

– მაჟორიტარულ ბიუროში არსებულ შესაძლო კორუფციაზე ჩვენ ჯერ კიდევ აგვისტოში ვსაუბრობდით. შესაბამისად, ჩვენს ხელთ აესებული დოკუმენტაცია იმდენად მყარი იყო, რომ საქმის აღძვრა მოუწიათ. დღეს გამოძიებას კონკრეტული კითხვები ჰქონდა. მათ მე ამ ფაქტებთან დაკავშირებით მივაწოდე ინფორმაცია და სამი საათის განმავლობაში სწორედ კონკრეტული ფაქტების ირგვლივ გამომძიებელთა კითხვებს ვპასუხობდი.

პირდაპირ რომ გითხრათ, ”ქართული ოცნების” პირობებში ამ საქმის ობიექტური გამოძიების იმედი არ მაქვს, რადგან ძალოვანი ინსტიტუტები დღეს პოლიტიკური ინსტრუმენტები გახდნენ. ამის მიუხედავად, მე კონკრეტული ინფორმაციები მივაწოდე და დღეს იქნება თუ ხვალ, ეს ხელისუფლება იქნება თუ სხვა – ბიუჯეტის წურბელებს კანონის წინაშე აიცილებლად მოუწევთ პასუხის გაცემა, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

„ნიუპოსტთან“ საუბრისას ოპოზიციის წარმომადგენელმა თქვა, რომ ია მაკასარაშვილის შემთხვევაში დგინდება, რომ მას დეპუტატობის პირობებში გაფორმებული ჰყავდა მისი მეუღლე და შვილი საკრებულოში.

– ასევე ირკვევა, რომ მის ბიუროში მუშაობდა ცოლ-ქმარი, რომლის ცოლსაც მერე მოუწია ქმრის უარყოფა… ლევან დარახველიძის ბიუროს რაც შეეხება, ოთხი თანამშრომლიდან ორი ერთმანეთს არ იცნობს ანუ არ დადიან ისინი სამსახურში, ასევე გამოირკვა, რომ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატის, გიორგი მუსხელიშვილის, ბიურო ხშირად დახურულია. ეს კონკრეტული ფაქტები იძლევა იმის საფუძველს, რომ ამ კონკრეტული ადამიანების მიმართ დაიწყოს სისხლის სამართლებრივი დევნა,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ხაბეიშვილი განმარტავს, რომ დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივი ხარჯვა ხდება. თბილისში სულ 25 ბიურო არსებობს და თითოეული მათგანზე ყოველთვიურად 5 ათასი ლარი გამოიყოფა.

– ყველამ კარგად იცის, რომ ამ ყველაფერს დეპუტატები იყენებდნენ ოჯახის წევრების დასაქმებისთვის და საკუთარი ფუფუნებისთვის. ეს ყველაფერი აბსოლუტურად ზედაპირზე დევს. დოკუმენტაციით დასტურდება, რომ მეუღლე, შვილი და სხვა ნათესავები ჰყავდათ დასაქმებული ნაცვლად იმისა, რომ რეალური ადამიანები მუშაობდნენ იქ, -განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერის მიერ გაჟღერებულ ბრალდებებსა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ ბრალდების ადრესატები.

ნიუპოსტი