გიორგი სოზაშვილი: “ჩემი ბიზნესი შსს-ს მაღალჩინოსანმა, სოსო სიგუამ მიითვისა”

გიორგი სოზაშვილი: "ჩემი ბიზნესი შსს-ს მაღალჩინოსანმა, სოსო სიგუამ მიითვისა"“სალვუს დეველოპმენტის” დამფუძნებლი ირწმუნება, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსნებმა მას ზეწოლით ნუცუბიძის ფერდობზე მშენებარე ობიექტი გადააფორმებინეს.ბიზნესმენმა შსს-ს მაღალჩინოსანი სოსო სიგუა მისი ბიზნესის მითვისებაში ღიად დაადანაშაულა.

უფრო კონკრეტულად საქმე ეხება “სალვუს დეველოპმენტის” ერთ-ერთ შვილობილ კომპანიას “სალუს საბურთალოს”.

– 14 მარტს ერთ-ერთი ჩვენი კომპანია თაღლითურად მიითვისეს, თაღლითურმა ჯგუფმა, რის შესახებაც განვაცხადეთ ჩვენ შესაბამის უწყებებში და დღემდე არანაირი რეაგირება არ არის არავის მხრიდან. ამ ყველაფრის, ამ ჯგუფის უკან დგას მთავარი სამმართველოს ერთ-ერთი მაღალჩინოსანი ბატონი სოსო სიგუა. ჩემმა იურისტმა მინდობილობის საფუძველზე, რომელიც ჩვენ გვქონდა მიცემული მინდობილობა, რომ ხელი მოეწერა, გამოიყენა ბოროტად და გადაიფორმა თავის სახელზე ერთ-ერთი კომპანია, რომელზეც მეორე დღეს ცდილობდა, რომ გაესხვისებინა 100 ლარად მესამე პირზე, – განაცხადა სალვუს დეველოპმენტის” მფლობელმა გიორგი სოზაშვილმა.