გოგა ონიანის განაჩენის გამოცხადება გადაიდო

გოგა ონიანის განაჩენის გამოცხადება გადაიდოგოგა ონიანის განაჩენის გამოცხადება გადაიდო.

ამის შესახებ თავად გიორგი ონიანმა დაწერა ფეისბუქის თავის გვერდზე.

” გადაიდო გამოცხადება რამდენიმე დღით”, – ასე უპასუხა მან კითხვას განაჩენის გამოცხადების შესახებ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ონიანის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს უნდა გამოეცხადებინა.

თავად ონიანი აცხადებდა, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და აქედან გამომდინარე, მას გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს.

– თუ პროკურატურა შეძლებს და თავს შეიკავებს უკანონო ჩარევისგან, თუ არ მოხდება უკანონო კომუნიკაცია სასამართლოსთან, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი განაჩენის გამოტანა და ეს არის გამამართლებელი განაჩენი, – აცხადებდა გიორგი ონიანი.

მას პროკურატურა რამდენიმე მუხლით ედავება, მათ შორისაა, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებები.

დღეს დაახლოებით 4 საათზე მოსამართლე განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავიდა. როგორც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ განმარტა, მას რამდენიმე დღე დასჭირდება იმისთვის, რომ საქმეზე გადაწყვეტილება გამოიტანოს.

მოსამართლის თქმით, მხარეებს განაჩენის გამოცხადების თარიღთან დაკავშირებით გონივრულ ვადაში, წინასწარ ეცნობებათ.