გოგა ონიანს განაჩენს დღეს გამოუტანენ

გოგა ონიანს განაჩენს დღეს გამოუტანენსაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის გიორგი ონიანის საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას დღეს გამოაცხადებს. თავად ონიანი აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს და აქედან გამომდინარე, მას გამამართლებელი განაჩენის იმედი აქვს.

– თუ პროკურატურა შეძლებს და თავს შეიკავებს უკანონო ჩარევისგან, თუ არ მოხდება უკანონო კომუნიკაცია სასამართლოსთან, მტკიცებულებებზე დაყრდნობით, შესაძლებელია მხოლოდ ერთადერთი განაჩენის გამოტანა და ეს არის გამამართლებელი განაჩენი, – აცხადებს გიორგი ონიანი.

მას პროკურატურა რამდენიმე მუხლით ედავება, მათ შორისაა, უკანონო დაკავების, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის ბრალდებები.

ნიუპოსტი