„ინტერტრანსის” ოფისიდან 30 ათასი ლარი მოიპარეს

რუსთავში კომპანია ,,ინტერტრანსის” ოფისი გაქურდეს.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში კომპანიის წარმომადგენელმა სოფო ცერცვაძემ განაცხადა, ოფისის სალაროდან 30 ათასი ლარის ოდენობის თანხაა წაღებული.
– ქურდობა სავარაუდოდ გვიან ღამით მოხდა. ადგილზე გამოძახებული იყვნენ სამართალდამცავები და ექსპერ-კრიმინალისტების ჯგუფი, – აღნიშნა სოფო ცერცვაძემ.

მისივე თქმით, ოფისიდან მხოლოდ თანხაა წაღებული.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლითაა აღძრული და მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები.

ინტერპრესნიუსი