კახეთში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე 30 წლის ქალი მეზობელმა გააუპატიურა. ის ახლა რამდენიმე თვის ორსულია. შემთხვევა ერთ-ერთ სოფელში მიმდინარე წლის აპრილში მოხდა. როგორც imedinews-ს სოფლიდან აცნობეს, კაცი ქალს არაერთხელ დაემუქრა და სწორედ შანტაჟით მოახერხა მასთან სექსუალური ურთიერთობის დამყარება.
ფაქტს ბრალდებული აღიარებს, თუმცა გაუპატიურებას და ძალადობას უარყოფს. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამმართლის კოდექსის 137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურებას გულისხმობს.
იმედინიუსი

