ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში, დიდი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი ხიდიდან მდინარეში გადავარდა.
შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა ერთი პირი ხოლო დაშავდა ასევე ერთი ადამიანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომდარზე გამოძიება სსკ 276 მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო საშუალებების დარღვევით ექსპლოატაციას გულისხმობს.

