კონსტანტინე მუმლაძე: ”დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა”

კონსტანტინე მუმლაძე: ”დაჭრილი სპეცრაზმელი გარდაიცვალა”სპეცრაზმელი, რომელიც ინგოროყვას კლინიკაში მძიმე მდგომარეობაში გადაიყვანეს, გარდაიცვალა, ამის შესახებ ინფორმაცია ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ დაადასტურა.

– მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე გამოხატული იყო ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა. ქალა სარქვლის ძვლების მრავლობითი მოტეხილობა, ქალას ფუძის მოტეხილობა, სისხლჩაქცევები, ტრავმა იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი, სამწუხაროდ, პაციენტი გარდაიცვალა, – განაცხადა ექიმმა.

მისი თქმით, პაციენტის ასაკი 41 წლის იყო, მისი ვინაობა ექიმს არ დაუსახელებია.

ნიუპოსტი