გაბრიელ სალოსის ქუჩაზე მდებარე იმ კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სროლების და აფეთქებების შედეგად ცეცხლი გაჩნდა.
“ნიუპოსტის” კორესპონდენტის ცნობით, ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე არის და სახანძროები ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ.
ძლიერ კვამლს და აალებას წინ უძღოდა ინტენსიური სროლა, რომელიც ამ წუთებშიც გრძელდება.

