ლაფანყურში მანქანა აფეთქდა – დაიღუპა რუსეთის მოქალაქე

ლაფანყურში მანქანა აფეთქდა - დაიღუპა რუსეთის მოქალაქეთელავის რაიონში ავტომობილი აფეთქდა. შემთხვევა სოფელ ლაფანყურში მოხდა. imedinews-ის ინფორმაციით, მძღოლმა მოსახვევში საჭე ვერ დაიმორჩილა, ხევში გადავარდა და აფეთქდა. მანქანის მძღოლი რუსეთის მოქალაქე იყო, რომელიც ადგილზე დაიღუპა, მგზავრი კი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ექიმების თქმით, პაციენტი შოკურ მდგომარეობაში იყო და ის სახლში უკვე გაწერეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.