ლარი გაუფასურებას განაგრძობს

ლარი გაუფასურებას განაგრძობსეროვნული ვალუტა გაუფასურებას განაგრძობს. ეროვნული ბანკის მიერ 16 ნოემბრისთვის დადგენილი კურსით ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6955 ლარია, 1 ევროს ღირებულება კი 3.1920 ლარი.გაცილებით მაღალია დოლარის და ევროს ღირებულება სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში.

15 ნოემბრის საღამოს მონაცემებით, სავალუტო ჯიხურებში 1 აშშ დოლარის შეძენა 2.72 ლარადაა შესაძლებელი, 1 ევროს შესაძენად კი 3.23 ლარია საჭირო.

საქართველოს ბანკში 1 აშშ დოლარი 2.745 ლარი ღირს, 1 ევრო 3.258 ლარი.
თიბისი ბანკში 1 აშშ დოლარი 2.74 ლარი ღირს, 1 ევრო 3.27 ლარი.
ლიბერთი ბანკი 1 აშშ დოლარი ლარი 2.7400 ღირს, 1 ევრო 3.2830 ლარი.