საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა, რომლის თანახმად 15 ნოემბერს ერთი ამერიკული დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6830 ლარი იქნება. აქამდე მოქმედი კურსით ლარი 2.6538 ღირდა. შესაბამისად, ლარის კურსი დოლართან მიმართებით 0.0292 -ით გაუფასურდა.
ლარის კურსმა ევროსთან მიმართებაში 3.1437 ლარი შეადგინა. აქამდე მოქმედი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.0904 ლარი იყო. შესაბამისად, ევროსთან მიმართებით ლარი 0.0533 -ით გაუფასურდა.
ლარის ახალი კურსი 1 ბრიტანულ გირვანქა სტერლინგთან მიმართებაში 3.5120 ლარია. აქამდე მოქმედი კურსი 3.4714 ლარი იყო, ლარი სტერლინგთან 0.0406 -ით გაუფასურდა.
თურქულ ლირასთან მიმართებაში ლარის კურსმა 0.6930 ლარი შეადგინა, აქამდე მოქმედი კურსი 0.6838 ლარი იყო. შესაბამისად, ლირასთან მიმართებით ლარი 0.0092-ით გაუფასურდა.

