„ლეოგრანდში“ ცეცხლი ცენტრალური გათბობის სისტემას გაუჩნდა

„ლეოგრანდში“ ცეცხლი ცენტრალური გათბობის სისტემას გაუჩნდაგამოძიების წინასწარი ინფორმაციით, ტრაგედიის ღამეს შენობაში გამწოვმა სისტემამ არ იმუშავა და სწორედ ეს გახდა უბედურების მიზეზი.

ცეცხლი ცენტრალური გათბობის სისტემას გაუჩნდა.

“იმედინიუსის” ინფორმაციით, ხუთვარსკვლავიან სასტუმროში უკვე დაასრულეს მუშაობა გამომძიებლებმა და ექსპერტებმა.

ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის შედეგად დაღუპულია 11 ადამიანი, მათგან საქართველოს 10 და ირანის ერთი მოქალაქე. დაშავდა 21 ადამიანი, მათგან ერთი ისრაელის მოქალაქეა, 5 კი – თურქეთის.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის მუხლით მიმდინარეობს.