ლევან ხაბეიშვილი მოდულის შენობაში, ანტიკორუფციულ ბიუროში იმყოფება. საქმე შეეხება მის განცხადებას, რომლის მიხედვითაც თბილისის საკრებულოში, კერძოდ კი მაჟორიტარი დეპუტატების ბიუროებში სავარაუდო კორუფციისა და ნეპოტიზმის ნიშნები იკვეთება.
ხაბეიშვილის თქმით, ანტიკორუფციულმა ბიურომ აქამდე წარმოდგენილი დოკუმენტაცია საკმარისად მიიჩნია, რათა დაწყებულიყო გამოძიება და დღეს უწყებას დამატებით ინფორმაციას მიაწვდის.
საქმე შეეხება საკრებულოს დეპუტატების მიერ საკუთარი ოჯახის წევრებისა და ნათესავების სავარაუდო დასაქმების ფაქტს.
იმედინიუსი

