ლოტკინზე მამაკაცმა თავი დაიწვა – „მეზობლები ცეცხლს ბალიშებით აქრობდნენ“

ლოტკინზე მამაკაცმა თავი დაიწვა - „მეზობლები ცეცხლს ბალიშებით აქრობდნენ“ჟურნალისტი ნინო ჭელიძე “დაიჯესტთან” საუბარში ლოტკინზე მომხდარი შემთხვევის შესახებ საუბრობს, სადაც კაცმა ცოლთან შერიგების მიზნით ბენზინი გადაისხა.
ნინო ჭელიძის თქმით, შემთხვევა მის სახლთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ცოლ-ქმარი გაშორებულები არიან, გაშორების მიზეზი კი კაცის ალკოჰოლზე დამოკიდებულება გახდა:
– ბენზინი ყოფილ ცოლთან შერიგების მიზნით გადაისხა, თანაც, იმ ადგილას, სადაც ორი ავტომობილი იდგა, ერთ-ერთი მათგანი გაზზე მომუშავეა. ზუსტად, ამ მანქანების წინ გადაისხა ბენზინი და წაიკიდა ცეცხლი. სასწრაფო და სახანძრო ბრიგადების მოსვლამდე მეზობლები ასხამდნენ წყალს და ცეცხლს ბალიშებით აქრობდნენ. როგორც ირკვევა, დაშავებულის ყოფილი ცოლი ნათესავთან სახლში მივიდა და სუიციდის შემთხვევაც ამ ადგილას მოხდა, – აცხადებს “დაიჯესტთან” საუბარში ნინო ჭელიძე.

ამ დროისთვის დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია ჯერ-ჯერობით არ ვრცელდება.

digest.ge