2018 წლის 1 იანვრიდან საქართველოში დეპოზტების დაზღვევის სისტემა შემოდის. დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელი ოთარ ძიძიკაშვილი ამბობს, რომ რეფორმის შემდეგ შემცირდება როგორც მოქალაქეის, ასევე საფინანსო ინსტიტუტის შესაძლო რისკებიც.– დეპოზიტების დაზღვევის შემდეგ მოქალაქე დაცული იქნება ნებისმიერი საბანკო რისკისგან. თუ ბანკს შეექმნება გადახდისუნარიანობის პრობლემა, ეს არ იქნება მოქალაქის საზრუნავი, სახელმწიფო ყველა დეპოზიტარს 5.000 ლარამდე ოდენობის რიცხულ თანხას აუნაზღაურებს.
სისტემის არსებობა აძლიერებს ფინანსურ სექტორს და კრიზისების დროს ხდება შოკების შემსუბუქება, აღარ ხდება მოქალაქეების მიერ მასობრივად მისვლა ბანკში და თანხის გამოტანა.
დეპოზიტების დაზღვევის ფონდი ყოველთვიურად შემოსული თანხებით შეივსება, რომელიც ინვესტირდება ფასიან ქაღალდებში რათა ფონდის სიდიდე და მომგებიანობა გაიზარდოს. ინვესტირებული თანხები დაცული უნდა იყოს და მისი ინვესტრება ლიკვიდურ აქტივებში უნდა მოხდეს.
აქტივების ინვესტორება მოხდება ნაკლებად რისკიან ფასიან ქარალდებში, ასევე სახელმწიფო ობლიგაციებში და საფინანსო ინსტიტუტების მიერ გამოშვებულ ფასიან ქაღალდებში, – ამბობს ოთარ ძიძიკაშვილი.
ბიზნესმედია

