პროკურატურა ჩაბუქისთვის საექსტრადაციო პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვს

პროკურატურა ჩაბუქისთვის საექსტრადაციო პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვსსაქალაქო სასამართლოში მუსტაფა ემრე ჩაბუქის სასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროკურატურა საექსტრადაციო პატიმრობის ვადის გაგრძელებას ითხოვს.

მუსტაფა ემრე ჩაბუქს პატიმრობის ვადა დღეს ეწურება. პროკურორის განცხადებით, ჩაბუქი თურქი სამართალდამცველების მიერ ტერორისტული ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით იძებნება, რის საფუძველზეც საქართველოში დააკავეს. პროკურატურამ 6 თვის განმავლობაში შეისწავლა თურქეთიდან გამოთხოვილი მასალები, თუმცა საექსტრადაციო პროცედურები აღსრულებული არ არის და პატიმრობის ვადა უნდა გაგრძელდეს.

ჩაბუქის ადვოკატები პატიმრობის ვადის გაგრძელებას არ ეთანხმებიან. 2 დღის წინ ჩაბუქს სასამართლომ უარი უთხრა საჩივრის დაკმაყოფილებაზე, რომლითაც ლტოლვილთა სამინისტროს გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდა.

ემრე ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსი არ მიენიჭება.

დემირელის სკოლის მენეჯერი მუსტაფა ემრე ჩაბუქი საქართველოში 24 მაისს დააკავეს. დემირელის კოლეჯის ხარისხის მართვის მენეჯერს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასაექსტრადიციო სამთვიანი პატიმრობა შეუფარდა. მას ბრალად შეიარაღებული ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედება.

7 ივლისს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ ჩაბუქს ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრა. 2 აგვისტოს დაკავებულის ადვოკატებმა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ გამოცემული აქტი გაასაჩივრეს, რომლის საფუძველზეც ჩაბუქს და მის ოჯახის წევრებს, მათ შორის ორ მცირეწლოვან შვილს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვათ. შესაბამისი საჩივრით ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართეს.

იმედინიუსი