საქართველოში წარმოებული ვირის რძე, შესაძლოა, ექსპორტზე გავიდეს.
ვირების პირველი ფერმის ’’სახე-დარი“-ს დამფუძნებელი თემურ ლომიძე „საქმის კურსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ ექსპორტზე შეთავაზება უკვე მიიღეს, თუმცა ევროპულ ბაზარს დიდი მოცულობით პროდუქცია სჭირდება, რისი საშუალებაც ჯერჯერობით არ აქვთ.
– თუ ევროპის რომელიმე ქარხანას დავუდებთ ხელშეკრულებას, მათ დღეში დაახლოებით 20 ლიტრი მაინც დასჭირდებათ, რისი საშუალებაც ჩვენ ჯერ არ გვაქვს. ექსპორტზე გასატანად ძირითადად ეს გვაფერხებს. ეკონომიკის სამინისტროსთან მქონდა კომუნიკაცია, სოფლის მეურნეობის სამინისტრო შემპირდა, რომ გატანის ლიცენზიას გაგვიკეთებდნენ და ამის პრობლემა არ გვაქვს და არც რძის ხარისხის პრობლემა დგას.
1 კილოგრამი ყველის ამოყვანას 20-დან 25 ლიტრამდე რძე სჭირდება, ანუ 25 ლიტრი რძის კონცენტრაცია ჩადის 1 კილო ყველში.
საქართველოში ერთი ლიტრი ვირის რძის ღირებულება 60 ლარია, ხოლო ევროპაში – 60 ევრო. 1 კილოგრამი ყველის ღირებულება კი რძის ფასიდან გამომდინარე დაახლოებით 1.500 ლარამდე გამოდის, – ამბობს თემურ ლომიძე.
ბიზნესმედია

