ბაზარზე ქართული ზეთისხილით დამზადებული მწვანე ზეთისხილის მარინადი გამოჩნდება. პროდუქტს კომპანია “ქართული ზეთისხილი” გამოუშვებს, რომელიც უკვე აწარმოებს ზეთისხილის ზეთს.
კომპანიის ინფორმაციით, პროდუქცია ბაზარზე დაახლოებით 2-3- თვეში გამოჩნდება. მანამდე კი პროდუქტი რამდენიმე ეტაპს გაივლის: კალიბრაცია ზომების მიხედვით, დასერვა და დამარილება.
„ქართული ზეთისხილი“ მოაგვიანებით ბაზარზე შავი ზეთისხილის მარინადსაც გამოუშვებს.
ზეთისხილის გადამამუშავებელი პირველი, მაღალტექნოლოგიური საწარმო სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ საქობოში უკვე მუშაობს.
ბიზნესმედია

