ქუთაისი-ტყიბულის მიკროავტობუსი ხრესილთან მანქანას დაეჯახა – 9 ადამიანი დაშავდა

ქუთაისი-ტყიბულის მიკროავტობუსი ხრესილთან მანქანას დაეჯახა - 9 ადამიანი დაშავდატყიბული-ქუთაისის მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარიის დროს დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია, მათ საშუალო სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ.

როგორც ტყიბულის ჰოსპიტალში „ინტერპრესნიუსს“ განუცხადეს, ავარიის დროს დაშავებულებს სამედიცინო დახმარება უტარდებათ.
ავარია დღეს საღამოს სოფელ ხრესილში მოხდა. ერთმანეთს ქუთაისი-ტყიბულის მიკროავტობუსი და მსუბუქი ავტომობილი შეეჯახნენ, რის შედეგადაც 9 ადამიანი დაშავდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო-სამედიცინო და საპატრულო ეკიპაჟები.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღევას გულისხმობს.

ინტერპრესნიუსი