რა ქონებას ფლობს მამუკა ბახტაძე

რა ქონებას ფლობს მამუკა ბახტაძესაქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრის პოსტზე “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელი მამუკა ბახტაძე წარადგინა.
მამუკა ბახტაძის 2017 წლის დეკლარაციის მიხედვით, ის ფლობს საცხოვრებელ სახლსა და მიწის ნაკვეთს მცხეთაში. საუბარია 355 კვ.მ. ფართობის საცხოვრებელ სახლზე, ასევე, 670 კვ.მ. ფართობის მიწის ნაკვეთზე.

აღნიშნული ქონება ბახტაძეს ჩუქებით აქვს გადაცემული.
ამასთან, მამუკა ბახტაძის საბანკო ანგარიშზეა: 25.637 დოლარი “საქართველოს ბანკში”, 22.543 ლარი “ვითიბი ბანკში” და 6.840 GEL სახელფასო ანგარიშზე “საქართველოს ბანკში”.
“საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელობასთან ერთად მამუკა ბახტაძე არის შპს “ჯორჯია ტრანზიტი” სამეთვალყურეო საბჭოს წევრი, საიდანაც ერთი წლის განმავლობაში მიღებული აქვს 45.662 ლარის შემოსავალი. ის ასევე იკავებს სამეთვალყურეო საბჭოს წევრის პოზიციას შპს “ჯრ ტრანზიტ ლაინში”, საიდანაც ერთი წლის განმავლობაში შემოსავლის სახით მიღებული აქვს 18.552 GEL.
მამუკა ბახტაძეს, როგორც “საქართველოს რკინიგზის” ხელმძღვანელს, 2016 წლის განმავლობაში მიღებული აქვს 220.474 ლარის შემოსავალი.
ის რკინიგზაში ხელმძღვანელის პოზიციას 2013 წლის მარტიდან იკავებს.
მამუკა ბახტაძე დაიბადა 1982 წელს, თბილისში. მან დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტები. ის ფლობს მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრის ხარისხს. მას 2010 წელს, INSEAD-ის ბიზნეს სკოლაში მიენიჭა MBA-ს კვალიფიკაცია. 2013 წლამდე მუშაობდა საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკულ კორპორაციაში, გენერალური დირექტორის თანამდებობაზე.

ბიზნესმედია