რატომ იყო გათიშული „ლეოგრანდში“ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა

რატომ იყო გათიშული „ლეოგრანდში“ ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ ხანძრის გამომწვევ ერთ-ერთ ვერსიად გამოძიება შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის ხელოვნურად გათიშვას განიხილავს – ამის შესახებ „ნიუპოსტს“ კონფიდენციალურმა წყარომ აცნობა.

როგორც წყარო ამბობს, იმის გამო, რომ სტუმრებს ნომრებში სიგარეტი მოეწიათ, სასტუმროში შესაძლოა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გათიშული ყოფილიყო. ამასთან, არსებობს არაოფიციალური ინორმაცია იმის შესახებ, რომ ტრაგედიის დღეს ბათუმს გაზი დაბალი წნევით მიეწოდებოდა, რის გამოც სასტუმროების უმეტესობაში სპა-სალონები და საუნები არ მუშაობდა.

„ლეოგრანში“ კი სპისა და საუნის მუშაობაც მთლიანად ელექტროენერგიაზე გადაიყვანეს. როგორც წყარო ვარაუდობს, ელექტროსადენებმა დატვირტთვას ვერ გაუძლო და შესაძლოა, სწორედ ეს გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის სასტუმრო „ლეოგრანდიში“, რომელიც 40-მილიონიანი ინვესტიციით აშენდა, ხანძარი ოთხი დღის წინ გაჩნდა, რასაც 11 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

ამის გამო 27 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედაა გამოცხადებულია. დაშვებულია სახელმწიფო დროშები.